სამტრედიაში ,დიდგორის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სამტრედიაში ,დიდგორის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-03-17 14:36:34

ამ წუთებში, დიდგორის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა იგება.

მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ და მერის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივებს გაესაუბრნენ.

მიმდინარე სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მათი თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტებში განპირობებულია მოტივაციით.

აღნიშნულ ლოკაციაზე ასფალტირებული გზა ათეულობით წელია არ ჰქონიათ, ამიტომ მოსახლეობა მადლობას უხდის ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებისთვის.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი" ასრულებს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები