გიორგეთში საბავშო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 799 890 ლარს შეადგენს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სააღმზრდელო დაწესებულება 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშო ბაღში შეიცვლება სახურავი, იატაკი, კარ-ფანჯარა, სანიტარული კვანძი, ასევე, მოპირკეთდება ეზო ასფალტო ბეტონის საფარითა და დეკორაციული ბეტონის ქვით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, გიორგეთის საბავშო ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი იქნება მუნიციპალიტეტში და ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.