სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს სრულდება

სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს სრულდება

  • 2021-03-27 12:05:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფლების - ჯრიას, დარყას, ჭალას, სპეთის და მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პერევის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს.

პროექტის დასრულების შემდეგ პერევის, ჯრიას, დარყას, ჭალას და სპეთის დაახლოებით 3400 მაცხოვრებელი უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალმომარაგების სისტემის არ არსებობის გამო, სოფლები წყლით მარაგდებოდა ზოგიერთ უბანში კუსტარულად მოწყობილი მცირე ქსელებითა და ავზებით. დარჩენილი მოსახლეობა კი, სარგებლობდა ადგილობრივი წყაროებისა და ჭის წყლით.

სოფლების გამართული წყალმომარაგებისთვის მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალსადენები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელები.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის 9 მილიონიანი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მსგავსი პოსტები