სოფელ თერნალსა და გვიშტიბში მიმდინარე ინფრასტრუქუტული პროექტები მიმდინარეობს

სოფელ თერნალსა და გვიშტიბში მიმდინარე ინფრასტრუქუტული პროექტები მიმდინარეობს

  • 2021-03-23 12:50:36

წყალტყბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ დღეს სოფელ თერნალსა და გვიშტიბში მიმდინარე ინფრასტრუქუტული პროექტები დაათვალიერეს.

პროექტები რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის წილობრივი დაფინანსებით ხორციელდება და შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„ორივე სოფელში შიდა საუბნო გზები არასოდეს არ ყოფილა მოწესრიგებული. ჩვენი ,მმართველობის პერიოდში დაიგო ძალიან ბევრი შიდა საუბნო გზა. რგფ-ის დაფინანსებით ამ პროექტების გარდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში: ოფშკვითში ორ ლოკაციაზე, ქვიტირსა და მეორე უბანში . ვხედავთ რომ სამუშაოები ხარისხიანად სრულდება“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.

სოფელ გვიშტიბში - ბეკნარას უბანში და თერნალში - ბზიკაძეების უბანში შიდა საუბნო გზების სამუშაოებისთვის 690 ათას ლარამდე იხარჯება.

მსგავსი პოსტები