ჭყონდიდელის დასახლებაში, 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება

ჭყონდიდელის დასახლებაში, 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება

  • 2021-03-24 12:53:30

ჭყონდიდელის დასახლებაში, 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია იგეგმება.

სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან და ,,რუსთავის წყალის" დირექტორ თემურ ჯანელიძესთან ერთად, რჩეულიშვილის ქუჩაზე მივიდა და შიდა ეზოების რეაბილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნული კომპანიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნო.

შპს ,,რუსთავის წყალი’’ და მერიის ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსი’’ რამდენიმე ქუჩაზე, სადაც ეზოების კეთილმოწყობაა დაგეგმილი, გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას განახორციელებენ.

პროექტი, რჩეულიშვილის ქუჩაზე N2 , 4, 6, 2ა , 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, 10ა, 10ბ, 12, 14, 16, ჯავახიშვილის ქუჩის N1, 3, 5, 7, 3ა 5ა, ტოლსტოის N1, 3, 5, 7, 7ა და ბერიტაშვილის N2, 4, 6, 8, 6ა საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებში ასფალტ-ბეტონის საფარისა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის ღირებულება 1 მლნ 732 122 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

მსგავსი პოსტები