დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება.
მისივე თქმით, ვიდრე ვაცქინაციის შედეგად საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყოს.
„სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირაა, გამოჩნდა ტენდენცია ეპიდვითარების გაუარესების. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ვიდრე ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი დაგროვდება, მანამდე დაცვის ერთადერთი საშუალება არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.
რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია დაახლოებით მაგონებს იმ ვითარებას, რაც ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში იყო. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, გამორიცხული არაა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ .
წყარო : 1tv.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.