გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-04-01 15:12:22

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გამარჯვებაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ადგილზე სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი, მერის პირველი მოადგილე-დავით კარგარეთელი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი-ვახტანგ გაგუა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი-ზურაბ ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები იმყოფებოდნენ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია "დინ გრუპი" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, რეგიონალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, სოფლის შესასვლელი 2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოასფალტდება.

მსგავსი პოსტები