ტყიბულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელედება

ტყიბულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელედება

  • 2021-04-01 15:40:58

ტყიბულში N3 საბავშვო ბაგა-ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელედება. პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბნიძე დაინტერესდა, რომელიც არსებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია 4 ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 540 000 ლარი იხარჯება.

ახალი ბაგა-ბაღი სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს,,თაგი“ აწარმოებს, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

მსგავსი პოსტები