ტყიბულში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ტყიბულში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

  • 2021-04-01 15:41:47

ტყიბულში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

საქართველოს საავტომობილო გზების დაკვეთით რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის ცენტრალური საავტომობილო გზის 5 კმ-იან მონაკვეთს.

ტყვარჩელი-რუსთაველი-გამსახურდიას ქუჩებზე სრულად იცვლება ასფალტო-ბეტონის საფარი, ბორდიურები, მთელ პერიმეტრზე კეთილმოეწყობა ტროტუარები, მოხდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და დაიდგმება თანამედროვე ტიპის მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები.

მსგავსი პოსტები