სოფელ ჩხერის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

სოფელ ჩხერის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

  • 2021-04-01 15:44:58

სოფელ ჩხერის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება.

პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად განხორციელდა. ღირებულება 430 972 ლარია, რომლის ფარგლებშიც გზაზე მოეწყო ასევე საყრდენი კედელი.

ჩხერში საერთო ჯამში ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელდა.

სოფელში მისასვლელი ორივე ცენტრალური გზა რეაბილიტირებულია.

მსგავსი პოსტები