ვანში, ბაგრატის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვანში, ბაგრატის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება

  • 2021-03-31 15:50:59

ვანში, ბაგრატის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ , მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გზის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ჯორჯიან ბილდი“ ახორციელებს.

სპეციალისტების განცხადებით, ბაგრატის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად სრულდება.

მსგავსი პოსტები