სიღნაღის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა გრძელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფლების - ანაგას, ვაქირის, საქობოს, ბოდბისხევის, ტიბაანის, ჯუგაანის, ქვემო ბოდბეს და ქვემო მაღაროს მოსახლეობა პირველად 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
აშენდება ახალი რეზერვუარები, წყლის სათავე ნაგებობა და საქლორატორო.
პროექტი ითვალისწინებს სრულიად ახალი გამანაწილებელი ქსელისა და ჭაბურღილების მოწყობას.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 27 მილიონი ლარია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.