მარტო კონტროლი, შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძე მოსახლეობას ფეხით სიარულის რეკომენდაციას აძლევს.
„ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე არის მომატებული რისკი. მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს, მთავარი ჩვენი თვითდისციპლინა და თვითშეგნებაა. გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! არ გინდათ ორ გაჩერებაზე ავტობუსში ჩაბრძანდეთ. რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! 2-3 კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია? - განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო : ინტერპრესნიუსი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.