ხარაგაულში კოვიდ სტატისტიკა მზარდია

ხარაგაულში კოვიდ სტატისტიკა მზარდია

  • 2021-04-12 14:32:20

ხარაგაულში კოვიდ სტატისტიკა მზარდია.

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით , 8 აპრილიდან დღემდე კოვიდ-19 -ით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთი - მოლითში , 1 - თეთრაწყაროში.

მოლითი და ბორითის ახალი შემთხვევები დადასტურებული კონტაქტის კონტაქტები არიან.

აღსანიშანვია , რომ ბორითის ახალი შემთხვევა გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა.

ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტში მოქმედ ობიექტებს - სამეწარმეო ორგანიზაციებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს პანდემიიდან გამომდინარე კანონის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ მოუწოდებს.

დავიცვათ კანონი,დავემორჩილოთ შეზღუდვებს, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე.

მსგავსი პოსტები