კვალითის დასახლებაში ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

კვალითის დასახლებაში ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

  • 2021-04-08 14:33:20

კვალითის დასახლებაში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

პროექტი, რომელსაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

მიმდინარე სამუშაოებს, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და ვიცე მერი, დავით მაღრაძე ადგილზე ეცნობოდნენ.

„რამდენიმე თვეში, სრულიად განახლებული ცენტრალური ქუჩები გვექნება ქალაქში, ყველა კომუნიკაციის გათვალისწინებით. 60 - იანი წლების შემდეგ, მსგავსი მასშტაბის პროექტი მუნიციპალიტეტში პირველად ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობისას, მოსახლეობას შეზღუდვებით უწევს გადაადგილება, რისთვისაც მინდა მათ ბოდიში მოვუხადო და ვთხოვო გაგებით შეხვდნენ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ წარმოიშვა, რომ ქალაქს სრულიად განახლებული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეს“, განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

პროექტის ფარგლებში, კვალითის დასახლებაში, სრულიად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მოეწყობა საავტომობილო გზის მონაკვეთი, ტროტუარები, ბორდიურები, ასევე გარე განათება. სამუშაოებს კომპანია „ნიუ გრუპი“ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები