ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-04-07 14:42:11

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია.

სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება და სანიაღვრეების მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ "მურმან ტოგონიძე"ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორნიგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური ახორციელებს.

მსგავსი პოსტები