გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი იმდინარე წლის ბოლოს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი იმდინარე წლის ბოლოს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

  • 2021-04-08 14:53:36

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზემო და ქვემო თელეთი, წალასყური, მუხრანთელეთი, ახალწყალი და კუმისი მიმდინარე წლის ბოლოს 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

წყალსადენის მშენებლობის პროცესს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებს. წყალსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ 10 000-ზე მეტი ადგილობრივი ხარისხიანი,უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები