ჯანმო-ს დირექტორი - უკვე მეშვიდე კვირაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება

ჯანმო-ს დირექტორი - უკვე მეშვიდე კვირაა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება

  • 2021-04-12 19:28:37

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ბოლო შვიდი კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს.

„იანვარსა და თებერვალში მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 6 კვირის მანძილზე მცირდებოდა. ახლა კი, უკვე მეშვიდე კვირაა ინფიცირებულთა რიცხვი შეუჩერებლად იზრდება. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, უკვე ოთხი კვირაა მსხვერპლთა რიცხვიც მუდმივად იზრდება“, -განაცხადა მან.

ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის 136 მილიონი შემთხვევა ფიქსრდება, ვირუსს 2.95 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

 

წყარო : ინტერპრესნიუსი

მსგავსი პოსტები