“საქართველოში კორონავირუსზე აცრილი 20 600-ზე მეტი ადამიანიდან გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში გამოვლინდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი – შედარებით, ნაკლებად მძიმე.
„მოგეხსენებათ, ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი. დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელსაც ავსებენ სამედიცინო დაწესებულებები, თუ ასეთი მოვლენა აღინუსხება. ამ დროისთვის, ოფიციალურად, აღნუსხულია 34 გვერდითი მოვლენა. მათგან 7 უფრო მძიმე იყო, დანარჩენი – შედარებით, ნაკლებად მძიმე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყენაში აცრილია 20 622 ადამიანი, გუშინ 928 ადამიანი აიცრა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში კი საშუალო რაოდენობა 1200-ის ფარგლებშია.
წყარო : kvira.ge
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.