ზესტაფონის მერიის დაკვეთით მეორე სვირში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ზესტაფონის მერიის დაკვეთით მეორე სვირში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

  • 2021-04-15 14:03:39

ზესტაფონის მერიის დაკვეთით მეორე სვირში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მეორე სვირში, ცხადაძე - მერკვილაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დასახლებაში, გზის მოწყობა ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 383 513 ლარია.

მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერთან, დავით მაღრაძესთან ერთად დაათვალიერა.

"მეორე სვირში, ცხადაძე - მერკვილაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში დაახლოებით 200 ოჯახი სარგებლობს, პირველად ხორციელდება. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა, მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკმაოდ მრავლადაა ისეთი დასახლებები, სადაც პირველად მოხდა გზის მოწყობა ბეტონის საფარით“, - გიორგი გოგლიჩიძე

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია გზის 1600 მეტრიანი მონაკვეთზე განხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, გზის მოწყობაზე შპს „მეკა“ მუშაობს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, 200 ოჯახი, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ გადაადგილებას.

მსგავსი პოსტები