სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის დაგება მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის დაგება მიმდინარეობს

  • 2021-04-19 14:06:39

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიაზე რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქის, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის დაგება მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ დაათვალიერეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს ,,არქეპოლის“ –ი ასრულებს

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დეტალური მონიტორინგი განახორციელეს ძველი სამტრედიის, ჯავახიშვილის, არაგვისპირისა და დავით აღმაშენებლის მე–4 ჩიხში მიმდინარე სამუშაოების.

დღესვე დაიგეგმა ახალაშენებული ნაბაკევის საბავშვო ბაგა–ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

მსგავსი პოსტები