ჭიათურაში, მაღაროელთა მოედნისა და ნინოშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ჭიათურაში, მაღაროელთა მოედნისა და ნინოშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

  • 2021-04-16 14:10:10

ჭიათურაში, მაღაროელთა მოედნისა და ნინოშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

განცხადება ამის შესახებ, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის საოპერაციო საქმიანობის კოორდინატორმა ჯემალ ხარაიშვილმა ერთობლივად გააკეთეს.

ქალაქის მერმა და კომპანიის წარმომადგენელმა ხიდი შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს და რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.

პროექტის ფარგლებში,ხიდზე არსებულ განათებებს სრული რესტავრაცია ჩაუტარდება, განახლდება არსებული მოაჯირი, მოეწყობა ტროტუარი და დაიგება ასფალტის საფარი.

ხიდი არსებულ იერსახეს შეინარჩუნებს, თუმცა განახლებული სახით.

მსგავსი პოსტები