ქუთაისში მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

ქუთაისში მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

  • 2021-04-14 14:12:23

ქუთაისში მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა ილია ბეგიაშვილმა და კობა გაბუნიამ, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ მოინახულეს.

ავტოპარკში მოეწყობა ღია სადგომი 80 ავტობუსისთვის, ადმინისტრაციული და ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის შენობები. პროექტის ღირებულებაა 2 მილიონ 640 ათასი ლარი. სამუშაოებს შპს „სკაი ჰაუსი“ ასრულებს.

"მუნიციპალური ავტოპარკის შექმნა უმნიშვნელოვანესი სიახლეა ქუთაისისთვის. დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან ერთად გავეცანით აქ მიმდინარე სამუშაოებს. ყველაფერი კეთდება სტანდარტების შესაბამისად და მალე ქალაქში თანამდროვე ავტოპარკი გვექნება.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მუნიციპალური ავტოპარკის მშენებლობა მაისში დასრულდება.

მსგავსი პოსტები