სოფელ ზემო და ქვემო ყულარის სასმელი წყლის რეაბილიტაცია

სოფელ ზემო და ქვემო ყულარის სასმელი წყლის რეაბილიტაცია

  • 2021-04-16 14:26:38

სოფელ ზემო და ქვემო ყულარის სასმელი წყლის რეაბილიტაცია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაურ დარგალმა და ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე წყლის ინფრასტრუტურული პროექტი მოინახულეს.

მოგახსენებთ, რომ აქტიურ ფაზაშია შესული სოფელ ზემო და ქვემო ყულარის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროცესი, სადაც 1 262 904 ლარის ღირებულების სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს 2 სოფლის მოსახლეობა.

მსგავსი პოსტები