სოფლებში ვაკიჯვარში, ბახვსა და ცხემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფლებში ვაკიჯვარში, ბახვსა და ცხემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-04-16 14:37:28

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკიჯვარში, ბახვსა და ცხემლისხიდში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წლების მანძილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო და არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლის სათავე ნაგებობას, შეიცვლება სათავიდან რეზერვუარამდე მიმავალი მილი და სრულად განახლდება შიდა ქსელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალშემკრებ ავზებს, გამრიცხველიანდება მოსახლეობა და მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგები.

მსგავსი პოსტები