ოზურგეთში , კიტა მეგრელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთში , კიტა მეგრელაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-04-16 14:38:23

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით მოასფალტდება კიტა მეგრელაძის, ძმები ერქომაიშვილების და კოსტავას ქუჩის შესახვევები.

სამუშაოები ამჟამად კიტა მეგრელაძის ქუჩაზე მიმდინარეობს, რომელსაც ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე დაესწრო.

პროექტს, რომლის ღირებულებაც 508 994 ლარს შეადგენს შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს.

მსგავსი პოსტები