დღეს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება

დღეს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება

  • 2021-05-05 18:05:19

დღეს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება.

აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

სამედიცინო დაწესებულებაში მე2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 8 - 12 კვირის ინტერვალში

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით ჩაიტარა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები