ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება

  • 2021-05-13 11:34:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში 600 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლა შენდება.

სასწავლო დაწესებულებაში საკლასო ოთახების გარდა, მოეწყობა ეზო, დამონტაჟდება გათბობისა და წყალგაყვანილობის სისტემები.

სკოლა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.

პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.

გურიის რეგიონში უკვე დასრულდა შრომის, გუთურის და ერკეთის საჯარო სკოლების მშენებლობა, ჩხაკაურას სკოლაში კი სამუშაოები გრძელდება.

მსგავსი პოსტები