თელავში თანამედროვე სტანდარტების ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა

თელავში თანამედროვე სტანდარტების ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა

  • 2021-05-11 11:38:09

თელავში თანამედროვე სტანდარტების ახალი საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობა აშენდა.

ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და მდინარე ალაზნის დაბინძურების რისკები.

თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის არსებობა აუცილებელია, როგორც ქალაქის გამართული წყალარინების სისტემისთვის, ისე მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით.

პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელა და მისმა ღირებულებამ დაახლოებით 16.9 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი პოსტები