სოფელ მოლითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მოლითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-05-19 13:06:06

ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს.

სამუშაოების დროულად და ეფექტურად შესრულების მიზნით, მერის დავალებით, შესაბამისი სამსახურის მიერ ადგილზე ხდება მიმდინარე ინფრასრუქტურული პროექტების ხარისხის შემოწმება და ვადების დაცვის კონტროლი.

სოფელ მოლითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს . ბეტონის საფარი გზის 1200 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა.

პროექტი დაფინანსებულია რეგიონული ფონდის მიერ. ღირებულება 235 057 ლარი. სამუშაოებს შპს ,,სექუოია“ აწარმოებს.

მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასოფლო გზის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე სოფელ დეისსა და ბაბში.

სოფელ დეისში გზის 2 კმ-იანი მონაკვეთი მობეტონდება , პროექტის ღირებულებაა 361 755 ლარი.

სოფელ ბაბში გზის 200 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ბეტონის საფარი.

პროექტი გარდამავალია და 30.08.2021 დასრულდება.

მსგავსი პოსტები