ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ - იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ - იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-05-17 13:22:35

ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ - იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ საზანოში, ტყლაპივაკე - სასახლის დამაკავშირებელი გზის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადამიანი სარგებლობს, ადგილობრივ მოსახლეობას სხვა მუნიციპალიტეტთანაც აკავშირებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ადგილზე გაეცნო. მერი შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამუშაოების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

"მუნიციპალიტეტისთვის ამ პროექტის განხორციელება, თავისი მასშტაბების გათვალისწინებით მეტად მნიშვნელოვანია. მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, ტყლაპივაკე - სასახლე ერთ - ერთი ხალხმრავალი დასახლებაა. რეაბილიტაციის შემდეგ, უამრავ ადამიანს შეუმსუბუქდება გადაადგილების პრობლემა და ისინი, როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე მეზობელ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებას, დროის მოკლე მონაკვეთში, კომფორტულად შეძლებენ. საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, რათა შეძლოს მოსახლეობამ, მათთვის საჭირო სერვისების მიღება, საკუთარ დასახლებაში", - გიორგი გოგლიჩიძე

გზის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მიდი ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირზე ბეტონის საფარი ეწყობა.

მსგავსი პოსტები