ზესტაფონის  ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია

ზესტაფონის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია

  • 2021-05-14 13:25:00

ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია

აღმაშენებლის ქუჩაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის შემდეგ, გზის ზედაპირზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.

ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე, 60 - იანი წლების შემდგე, პირველად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლის, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის სისტემა; შეიცვალა გაზსადენის მილები, სატელეფონო და ინტერნეტ ქსელი.

პროექტის ფარგლებში ეწყობა: საავტომობილო გზა, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები, რკინიგზის მიმდებარედ არსებული კედლის ფასადი.

ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალისა და კვალითის დასახლებაში 3 ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ბოლო ათწლეულების მანძილზე, ყველაზე მასშტაბური პროექტია

ინფრასტრუქტურულ პროექტს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

მსგავსი პოსტები