ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-19 11:26:40

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

აღნიშნული ხიდი, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს სრულად განახლდება. ამ ეტაპზე მოქალაქეები ტრანსპორტით სოფელ დიმის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, ხოლო ქვეითთათვის მოწყობილია საფეხმავლო ხიდი.

მდინარე ხანისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს "საქტრაქმშენსერვისი" ასრულებს.

ხიდის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს.

მსგავსი პოსტები