სოფელ დიმში ე.წ ატეკის უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ დიმში ე.წ ატეკის უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-05-18 13:27:53

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ე.წ ატეკის უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული გზის მონაკვეთზე

რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.

ამ ეტაპზე მილხიდის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. "ჯეო როუდ ინვესტი" ასრულებს რომლის ღირებულებაც 801 680 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ დიმში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია იგი 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.

მსგავსი პოსტები