ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • 2021-05-17 13:40:28

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ფოთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ფოთის ქუჩაზე საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს გზის საფარის, ტროტუარების და ღვარსადენი სისტემის რეაბილიტაციას. სამუშაოებს აწარმოებს შპს „გზამშენი XXI“.

"ფოთის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოვინახულე, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული და ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ფოთის ქუჩა იქნება კომფორტული როგორც ტრანსპორტით გადაადგილებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვისაც. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ფოთის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი პოსტები