საქართველოში„სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისის კვირაში დაიწყება

საქართველოში„სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისის კვირაში დაიწყება

  • 2021-05-19 13:24:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომა გაიმართა.

მხარეებმა ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი, იმუნიზაციის პროგრამა და „სინოვაკით“ (SINOVAK) ვაქცინაციის საკითხები განიხილეს.

კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში„სინოვაკით“ ვაქცინაცია 24 მაისის კვირაში დაიწყება.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

„იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული, საჭიროა მოსახლეობას, ასევე ესენციურ ჯგუფებს, ჰქონდეთ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა.„სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. აღნიშნული ვაქცინით 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან”,– განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

შეხვედრაზე ვაქცინების მიმდინარე შესყიდვის საკითხზეც იმსჯელეს. მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველო კოვაქს (COVAX) პლატფორმასთან „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და „ნოვოვაქსის“დოზების მიღებასთან დაკავშირებითმოლაპარაკებასგამართავს.

„ფაიზერის“ დოზებთან დაკავშირებით არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას. ვმუშაობთ „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოტანაზე. ასევე, გასულ კვირაში საუბარიგვქონდა „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზეც. განხილულია ხარჯთაღრიცხვის კუთხითაც და მიღებულიაშესაბამისი გადაწყვეტილებაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

18 მაისის მონაცემებით საქართველოში 93 305 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები