ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-23 12:59:07

ქალაქ ახმეტაში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე არსებული მოედნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2005″ ასრულებს.

პროექტის ფარგლებში მოხდება არსებული მოედნის სრული რეაბილიტაცია, გაზონების, ბორდიურების, ფილებისა და 2000 კვ-მეტრზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა.

დემონტაჟი ჩაუტარდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალს,რომლის ადგილასაც მოეწყობა მოძრაობის მარეგულირებელი წრიული.(მემორიალი გადაინაცვლებს შინმოუსვლელთა მემორიალთან, ე.წ ძეგლებთან)

ზემოაღნიშნული სამუშაოების ღირებულება 207 630 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები