ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-05-27 13:24:27

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ჯ.ღვინჯილიას სახელობის საჯარო სკოლიდან, სოფელ პირველი ობჩის დამაკავშირებელი 1300 მ. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ გზის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს „გეორგიან ბუილდი“ ასრულებს და მისი ღირებულება 489. 623. 00 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები გაეცვნენ.

მსგავსი პოსტები