ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-25 13:38:17

ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელების პროცესშია და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

სოფელ წითელხევის შემოვლით გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, ამ ეტაპზე ეწყობა სანიაღვრეები, ცხაურები და მგზავრთა მოსაცდელები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ი/მ "მურმან ტოგონიძე"ასრულებს, რომლის ღირებულებაც 614 , 486.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სოფელ წითელხევის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს, ბაღდათის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აწარმოებს.

მსგავსი პოსტები