სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყიველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყიველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • 2021-05-19 13:39:44

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყიველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობას სრულიად რეაბილიტირებული ხიდი ზაფხულის ბოლოს ექნება.

აღნიშნული ხიდი სიძველის გამო 2020 წლის აგვისტოს თვეში ჩაინგრა.

მდინარე კორისწყალზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ხიდმშენი 99" ასრულებს რომლის ღირებულებაც 416,562.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოები ტენდერის პირობების თანახმად აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს.

მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური რეგულარულად ახორციელებს.

მსგავსი პოსტები