სოფელ ბაზალეთში, ჭიპაშვილების უბანში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ პროცესშია

სოფელ ბაზალეთში, ჭიპაშვილების უბანში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ პროცესშია

  • 2021-05-27 13:42:49

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი უშუალოდ აკონტროლებს სოფლად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სოფელ ბაზალეთში, ჭიპაშვილების უბანში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ პროცესშია.

პროექტის მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება 345 504 ლარია. ამჯერად პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.

რეაბილიტაცია გზის 1 763 მეტრ მონაკვეთს უტარდება. სამუშაოების შემსრულებელია შპს კავკასენერგო.

საუბნო გზების მოწესრიგება სოფლის მაცხოვრებლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გზით გადაადგილებას.

პროექტი 29.06.2021 დასრულდება.

მსგავსი პოსტები