ჭიათურაში, ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ჭიათურაში, ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-05-25 14:28:16

ჭიათურაში, ქალაქის შემოსასვლელის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ქალაქის შემოსასვლელში, მდინარე ჯრუჭულასთან არსებულ ავარიულ მოსაცდელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. აღდგა მოსაცდელის გვერდით არსებული დაზიანებული კედელი.

ჩატარებული სამუშაოები დღეს ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა.

ამასთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტი ვალდებულებას იღებს და მიმდებარე ტერიტორიის დარჩენილ ნაწილს მოაწყობს. მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს ესკიზის შექმნაზე, რის მიხედვითაც ჭიათურის შემოსასვლელის სრული განახლება განხორციელდება.

მსგავსი პოსტები