სოფელ ინტაბუეთსა და ბუკნარში, ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

სოფელ ინტაბუეთსა და ბუკნარში, ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

  • 2021-05-23 14:32:13

გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარეთან ერთად, სოფელ ინტაბუეთსა და ბუკნარში, ასფალტო/ბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, 547 568 ლარი შეადგინა.

მალე დაიწყება ბუკნარი-ქვენობანი-ხიდისთავის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტირება.

მსგავსი პოსტები