ქვემო ქართლში სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

ქვემო ქართლში სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს

  • 2021-06-05 11:02:20

ქვემო ქართლში სოფელ სართიჭალის შიდა გზებზე ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით ასფალტის საფარი სოფლის 12 ლოკაციაზე დაიგება.

აღნიშნულ მონაკვეთებზე გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არასოდეს ყოფილა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

ამ ეტაპზე, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1,011,324 ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება.

მსგავსი პოსტები