სინოვაკის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

სინოვაკის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

  • 2021-06-14 11:43:21

სინოვაკის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია!

სინოვაკის ვაქცინა ავტორიზებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში,ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მილიონზე მეტი დოზა.

სხვადასხვა ქვეყანაში(ჩინეთში, ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ჩილეში და სხვა.) ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზის მიღების შემდეგ სინოვაკის ვაქცინა (როგორც COVID-19-ის საწინააღმდეგო სხვა ვაქცინები) 85-100%-ით ეფექტურია COVID-19-ის მწვავე გართულებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ.

საგანგებო სიტუაციების სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საფუძვლიანად შეაფასა სინოვაკის ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა და მათი რეკომენდაციის მიხედვით, ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში.

ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა.

გვერდითი მოვლენები არ სცილდება ლოკალური და ისეთი სისტემური გვერდითი მოვლენების ჩამონათვალს, როგორიც არის მაგალითად: ცხელება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

სინოვაკის ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

მსგავსი პოსტები