ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება

  • 2021-06-17 13:53:21

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს და ღირებულება შეადგენს 300 046 ლარს.

შენობას ჩაუტარდება კაპიტალური რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები, სახურავი, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, შენობა აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარით და მოეწყობა ეზო.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სამუშაოები დეკემბრის შუა რ8იცხვებამდე დასრულდება.

მსგავსი პოსტები