სოფელ კონჭკათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

სოფელ კონჭკათში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

  • 2021-07-04 15:18:07

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ კონჭკათში, კატისციხის უბანში, ცენტრალური გზიდან მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მე-10 მე-12 საუკუნეების მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 1 720 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის გზა დაიგო.

შესრულებული სამუშაოები, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, მერიის თანამშრომლებთან და მრევლთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 521 390 ლარს შეადგენს.

სამუშაოები, შ.პ.ს „პალადამ“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის გზასთან ერთად მოეწყო მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები, ქვის გაბიონის საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ისტორიულ სოფელ კონჭკათში განხორციელდა. სოფელში, სადაც ასფალტის საფარი დაიგო წლების განმავლობაში იყო ამორტიზებული, რთულად მისადგომი ადგილი. სამუშაოები უკვე დასრულებულია, სოფელი გახარებულია და ადგილობრივები, კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. 2013 წელს, ჩემი გამგებლობის პერიოდში, მამა პეტრე (გოგეშვილთან) მამათა მონასტრის წინამძღვართან ერთად ფონდ „ქართუს“ დახმარებით კონჭკათში ძველი მონასტრის ნანგრევები იყო და ტაძარი აღვადგინეთ, ასევე ადგილზე მივიყვანეთ წყალი და ელექტროენერგია, წინამძღვარს საცხოვრებელი სახლი შევუძინეთ. გამგებლობის შემდეგ, როცა მერი გავხდი მოსახლეობასთან ერთად მქონდა სურვილი, რომ აქ გზა გაკეთებულიყო. ეკლესიამდე მისასვლელ გზებს უკვე დიდი ხანია ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, იმისათვის რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს კმაყოფილი და შეძლონ კეთილმოწყობილი გზით სარგებლობა. შეიქმნა ერთ-ერთი ტურისტული ადგილი, რომელიც მრევლს, მოსახლეობას სტუმრებსა და ტურისტებს აღნიშნული გზით სარგებლობას გაუადვილებს, “ - აღნიშნა ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.

 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები