ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნით, სრულდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნით, სრულდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები

  • 2021-06-14 15:26:06

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და უსაფრთხოების მიზნით, სრულდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

ამჟამად, სოფელ შრომის ტერიტორიულ ერთეულში ჩირე - ურეკი გრიგოლეთის დამაკავშირებელი 2 905 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება მიმდინარეობს.

სამუშაოები, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მოინახულა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტს, შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 017 995 ლარს შეადგენს.

მსგავსი პოსტები