წალკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

წალკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-06-27 15:31:47

წალკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

წალკის მუნიციპალიტეტის მერი - ილია საბაძე

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ - გოგი მეშველიანთან და მერის პირველ მოადგილე - ანზორ ხინიკაძესთან ერთად ბეშთაშენი-სამადლო-ახალშენის დამაკავშირებელი გზის დაგების სამუშაოებს გაეცნო.

პროექტი გასულ წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება. სულ დაიგება 4.2 კმ . ბეტონის გზა, რომლის ღირებულება 2 468 782 ლარს შეადგენს, პროექტი ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან.

ასევე დაიწყო, აიაზმა - ნადრევანის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები, პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინასებს.

მსგავსი პოსტები