საქართველომ "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო

საქართველომ "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო

  • 2021-07-02 15:43:08

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ "სინოფარმის" და "სინოვაკის" 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.

"სინოფარმით" აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, ვაქცინაციის პროცესი კი - 5 ივლისიდან დაიწყება.

ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.

მსგავსი პოსტები